21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა-100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. იყო სიტყვით გამოსვლები. გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი,“ რომელსაც საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი ესწრებოდა.
ცნობისთვის, 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.