შეფერხება ქობულეთი-ბათუმის გზაზე

21 თებერვალი 2021, 12:15 11387 ნახვა

თითქმის ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობა. მიზეზი გახდა  როგორც ცენტრალურ მაგისტრალზე ასევე შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევები . ბათუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე  ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც  კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე დროს ციხისძირში მთავარ მაგისტრალზე ტრაილერი გარე განათების კაბელს გამოედო და მანქანას ბოძი დაეცა. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში