სწორედ 1921 წლიდან დაიწყო ქვეყნის გასაბჭოება. მაშინ როდესაც წითელი არმია უკვე იდგა დედაქალაქში, ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრი იყო ბათუმი. ზღვისპირა ქალაქში დაიბეჭდა პირველი კონსტიტუცია, რომელსაც საფუძვლად დაედო 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება.
ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.