ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.