იტალიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

19 თებერვალი 2021, 17:55 854 ნახვა

იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გახდა. მან ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატისა და სენატის სრული  მხარდაჭერა მიიღო.  

მარიო დრაგი პრემიერ- მინისტრობამდე  ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. იტალიაში სამთავრობო კრიზისი პრემიერის  ჯუზეპე კონტეს თანამდებობიდან წასვლამ გამოიწვია.   

 მანამდე კი  მმართველი კოალიცია მატეო რენცის პარტიამ "იტალია ვივამ" დატოვა, რომელიც მთავრობის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას არ ეთანხმებოდა.

26 იანვარს ჯუზეპე კონტე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმ იმედით გადადგა, რომ ახალი კოალიციის ფორმირებას მოახერხებდა, თუმცა ვერ შეძლო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი