პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები გამკაცრდა 

18 თებერვალი 2021, 15:46 1204 ნახვა

პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე დახურულ ან ღია საჯარო სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის წესის დარღვევისთვის განმეორებით დაჯარიმდება, სანქციის ოდენობა 40 ლარი იქნება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, მკაცრდება ჯარიმა იმ დაწესებულებებისთვისაც, სადაც პირბადის გარეშე მომხმარებლის დაშვება განმეორებით მოხდება. კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს საჯარო სივრცის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი