ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი ერთწლიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გამოჩნდა

17 თებერვალი 2021, 17:49 1009 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეუღლე ლი სოლ ჯუ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საჯაროდ  პირველად  გამოჩნდა. იგი კონცერტს დაესწრო, რომელიც  მისი მეუღლის მამის დაბადების დღეს ეძღვნებოდა. ადგილობრივი მედია  ქვეყნის პირველი წყვილის ფოტოსურათებს აქვეყნებს. 

დასავლური მედია აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის მეუღლის ხანგრძლივმა გაუჩინარებამ  მითქმა-მოთქმა გამოიწვია.  ვარაუდობდნენ, რომ  ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეუღლე ავად ან ორსულად იყო.  სამხრეთ კორეული გამოცემები ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედის ავადმყოფობას და ორსულობას გამორიცხავს.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით სეული აცხადებს, რომ  ლი სოლ ჯუ კორონავირუსის პანდემიის ფონზე შვილებთან ერთად იზოლაციაში იმყოფებოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი