ერდოღანს თურქული ენის გლობალიზაცია სურს

17 თებერვალი 2021, 17:52 1206 ნახვა

თურქული ენა მსოფლიო ენა უნდა გახდეს - ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა 2021 წელი იუნესკოს მიერ მე-13 საუკუნის თურქი პოეტის იუნუს ემრეს წლად გამოცხადების ცერემონიაზე განაცხადა.

ლიდერმა განსაკუთრებით აღნიშნა თურქული ენის დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების აუცილებლობა. ერდოღანმა თურქული ენის საფრთხედ უცხოური ენებისადმი მზარდი ინტერესი დაასახელა.

სამშობლოს ჯერ ენა იცავს, შემდეგ მისი არმია. სანამ ჩვენი ენა გავლენას კარგავს, ჩვენ ვერ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ჩვენი ცივილიზაციის პოლიტიკური და კულტურული საზღვრების შეზღუდვები -  განაცხადა ერდოღანმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი