თოვს მეზობელ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში. უჩვეულოდ დიდი თოვლი საბერძნეთის დედაქალაქში მოვიდა, დილით ათენის მცხოვრებლებისთვის გადაადგილება განსაკუთრებით რთული იყო. ბერძნული მედიის ინფორმაციით, არ მუშაობდა ტრანსპორტი. მოლიპული გზის გამო სატვირთო ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და გადატრიალდა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში.
თოვლმა ანკარასა და სტამბოლში სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა და რამდენიმე საერთაშორისო ტრასაზე მრავალკილომეტრიანი საცობები წარმოშვა.