საპროტესტო აქცია სოფელ ვაშლოვანში. მოსახლეობა გვირაბის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. პროტესტის ნიშნად მათ რამდენიმე საათით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ადგილობრივების თქმით, კომპენსაცია მოსახლეობის ნაწილმა მიიღო, ნაწილმა კი ვერა. მათ პრეტენზიებს ხულოს გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე გაეცნენ. ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ორშაბათს გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და საკითხზე ერთად იმსჯელებენ. კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიაში" დღეს კომენტარი არ გაკეთებულა.