''ბათუმს'' - ასე ქვია ლიტერატურულ კრებულს, რომელშიც ბათუმზე დაწერილი ლექსები და ჩანახატებია გაერთიანებული. ღონისძიების ორგანიზატორმა და მწერალმა ინგა გოგიბერიძემ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მოწვეული პოეტების 50 ლექსი შეკრა. კრებულის პრეზენტაცია გუშინ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილებაში შედგა.