თურქეთის იზმირის პროვინციას ტორნადომ გადაუარა

12 თებერვალი 2021, 14:44 5552 ნახვა

თურქეთის იზმირის პროვინციაში შტორმსა და ტორნადოს ნგრევა მოჰყვა. დაშავებულია 16 ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ტორნადომ საკურორტო ქალაქ ჩეშმეს გადაუარა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ნავები. ტორნადომ ოთხ სახლს სახურავი ახადა, 20-მდე მანქანა კი დააზიანა. პორტში რამდენიმე ნავი ჩაიძირა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი