2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის ხელისუფლებამ დაფარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად მძიმე იყო. სპეციალისტები შიშობდნენ, რომ პრეზიდენტს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი დასჭირდებოდა. ამის შესახებ გამოცემა ნიუ-იორკ თაიმსი წერს.
გამოცემის თანახმად, ტრამპის მდგომარეობა გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე ამას საჯაროდ აცხადებდნენ. სისხლში ჯანგბადის შემცველობა 90-ზე ნაკლებ პროცენტს შეადგენდა და მას პნევმონიის დამახასიათებელი სიმპტომებიც აღენიშნებოდა.
ტრამპი თავდაპირველად უარს ამბობდა სამედიცინო ცენტრში გადაყვანაზე, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა. 2020 წლის 2 ოქტომბერს ტრამპმა ტვიტერშიდაწესრა, რომ მასა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. იმ დღესვე იგი უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულება ტრამპმა 5 ოქტომბერს დატოვა.