მთავარი მსოფლიოში

11 თებერვალი 2021, 20:01 1196 ნახვა

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მათ პირველ სატელეფონო საუბარს მთელი მსოფლიოსთვის პოზიტიური სიგნალი უწოდეს.    მხარეები შეთანხმდნენ  ორმხრივ ურთიერთობასა და საკითხებში, რომლებიც მჭიდროდ ითანამშრომლობის  ურთიერთ ინტერესს წარმოადგენს.  ბაიდენმა ჩინელ ხალხს მთვარის კალენდრის მიხედვით დამდეგი ახალი წელი მიულოცა.  იგი  წელს 12 თებერვლის ღამეს დადგება.  თავის მხრივ სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს თანამდებობის დაკავება მიულოცა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა  ჰამი აქსოიმ აშშ-ს მოუწოდა არ ჩაერიოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში და ნუ განიხილავს თურქეთის სასამართლო ინსტანციების მიერ გამოტანილ განაჩენებს. ასე  აქსოიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ანკარას  უფლებადამცველი ოსმან კავალის გათავისუფლებისკენ  მოუწოდა. კავალა 2017 წლის 18 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში  დააკავეს.  მას ქვეყნის საკონსტიტუციო  წყობის  და მოქმედი მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.  გასული წლის თებერვალში აქტივისტი გაამართლეს და გაათავისუფლეს, თუმცა იმ დღესვე  პროკურატურამ მისი დაკავების ახალი სანქცია გასცა. 

აშშ-ში ათობით რესპუბლიკელი მაღალჩინოსანი ახალი „მემარჯვენე-ცენტრისტული“ პარტიის შექმნას აპირებს.  მოლაპარაკებებში მონაწილეობს 120-ზე მეტი რესპუბლიკელი, მათ შორის რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუშ უფროსისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციების ყოფილი წევრები, ყოფილი ელჩები და ყოფილი კონგრესმენები. გასულ პარასკევს მათ  ვიდეოშეხვედრაც გამართეს და აღნიშნეს, რომ ემიჯნებიან  რესპუბლიკურ პარტიას იმის გამო, რომ მას არ სურს წინ აღუდგეს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს აშშ-ის დემოკრატიას.

ჯანმოს ექსპერტებმა ეჭვი შეიტანეს   კორონავირუსის პანდემიის დაწყების  ვადებში.  ორგანიზაციის სპეციალისტების აზრით, ჩინეთში ვირუსის გავრცელება  შესაძლოა   2019 წლის დეკემბრამდე  დაწყებულიყო, როცა ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ  ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში 90 ადამიანი  საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი  სიმპტომებით მოხვდა. მოგვიანებით  გადამოწმებულ მათ  ანალიზებში ანტისხეულები არ აღმოჩნდა.  ჯანმოს ექსპერტები ჩინეთის ხელისუფლებას   ამ პაციენტების ანალიზების შედეგების უფრო საფუძვლიანი კვლევის ჩატარებისკენ   მოუწოდებენ , რათა ზუსტად დადგინდეს დაავადების წარმოშობა.

უკრაინამ  ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის სპუტნიკ-ვის გამოყენება აკრძალა.  ამის შესახებ უკრაინის მთავრობის რეზოლუციაშია აღნიშნული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინაში არ დაიშვება კოვიდ 19-ის პრევენციისთვის განკუთვნილი ვაქცინები ან სხვა სამედიცინო იმუნობიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შექმნილია  ან წარმოებულია რუსეთში. უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მიმდინარე თვის შუა რიცხვებში იგეგმება. 30 დეკემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ჩინური სინოვაკის ვაქცინის 2  მილიონამდე დოზის მიღებაზე.  თებერვალში ქვეყანა ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინის 117 ათას დოზას მიიღებს. თებერვლის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე კი უკრაინაში ატრა-ზენეკას ვაქცინის შეტანა იგეგმება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი