უკრაინამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის სპუტნიკ-ვის გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის რეზოლუციაშია აღნიშნული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინაში არ დაიშვება კოვიდ 19-ის პრევენციისთვის განკუთვნილი ვაქცინები ან სხვა სამედიცინო იმუნობიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შექმნილია ან წარმოებულია რუსეთში.
უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მიმდინარე თვის შუა რიცხვებში იგეგმება. 30 დეკემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ჩინური სინოვაკის ვაქცინის 2 მილიონამდე დოზის მიღებაზე.
თებერვალში ქვეყანა ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინის 117 ათას დოზას მიიღებს. თებერვლის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე კი უკრაინაში ასტრა-ზენეკას ვაქცინის შეტანა იგეგმება.