აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად სცნო

10 თებერვალი 2021, 11:43 788 ნახვა

შეერთებული შტატების სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილებას მხარი 56 სენატორმა 44 წინააღმდეგ დაუჭირა. მხარდამჭერებს შორის 6 რესპუბლიკელია. ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ  თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი არ უნდა გამართულიყო. დღეიდან არგუმენტების წარსადგენად ორივე მხარეს 16 საათი ექნება. რის შემდეგაც სენატორებს კითხვების დასმის საშუალება მიეცემათ. დონალდ ტრამპს ამბოხების წაქეზებაში ადანაშაულებენ. მისი დამნაშავედ ცნობისთვის სენატში ხმების ორი მესამედია საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი