ხანძარი იყო გვიან ღამით ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 87 ნომერში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება მალევე შეძლეს, დაიწვა სახლის დაახლობით 5 კვ. მეტრი ფართობი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.