შეხვედრა სტუდენტებთან

28 ოქტომბერი 2016, 00:00 2867 ნახვა

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს სტუდენტებს შეხვდნენ. მმართველი პარტიის რჩეულებმა ახალგაზრდებს რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა კიდევ ერთხელ გაუზიარეს და არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომავალი თაობის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, მათ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად კარგად ინფორმირება სჭირდებათ. სტუდენტებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში