ირკვევა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული,„ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში კი მითითებულია 16 წლიდან და ზემოთ. ინფორმაცია ამ ის შესახებ მოსახლეობას დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიაწოდა , რომელმაც ასევე თქვა , რომ ქვეყანა იმუნიზაციის დასაწყებად მზა არის. თამარ გაბუნიას თქმით, ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს, მას ვაქცინა მაინც სჭირდება. რაც შეეხება ვაქცინაციისთვის მოსახლეობის მზადყოფნას, გაბუნიას თქმით, 40%-47% -მდე იმუნიზაციაზე თანახმაა.