კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიო მასშტაბით დაწყებულია. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის უწყებამ ასტრაზენეკას მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.
სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი კვლევის შედეგია, რომლის თანახმადაც ვაქცინა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.