ნეთანიაჰუ თავს დამნაშავედ არ ცნობს

08 თებერვალი 2021, 17:53 1690 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმის საოლქო სასამართლოში მის წინააღმდეგ  წარდგენილი ყველა  ბრალდება უარყო.  პრემიერს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. 

ნეთანიაჰუს ადვოკატები ამტკიცებენ, რომ  ისრაელის გენერალური პროკურორი საქმის განხილვას მრავალრიცხოვანი პროცედურული დარღვევებით წარმართავდა. 

მარტში  ისრაელში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.  ეს ნეთანიაჰუსთვის  უკვე რიგით მეოთხე არჩევნები იქნება.

ვარაუდობენ, რომ ამჯერად პრემიერი აქცენტს იმაზე გააკეთებს, რომ  მისმა გუნდმა  პანდემიის დაძლევა  და  ძალიან სწრაფად მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება შეძლო.

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი