გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 183 პაციენტი, მძიმეა 48 პაციენტის მდგომარეობა, 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით 118 პირი მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, საკარანტინე სივრცეშია მოთვსებული 133, თვითიზოლაციაშია 739.
განახლებული სტატისტიკის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.