ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში covid-19 34 940 მოქალაქემ დაამარცხა.
კლინიკა დატოვა 8-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 5 ადამიანი.
რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 174 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 124, ხოლო ონლაინ კლინიკაში 160 პირი.