თურქეთი ტურისტულ სეზონს აპრილში გახსნის

05 თებერვალი 2021, 17:58 1619 ნახვა

თურქეთი ტურისტულ სეზონს აპრილში გახსნის.  ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა მეჰმეტ ერსოიმ ტელეარხ ჰაბერთურქის ეთერში განაცხადა. თავდაპირველად სეზონი ხმელთაშუა, შემდეგ კი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე გაიხსნება. 

ერსოის თქმით, პირველები თურქეთში ჩასვლას შეძლებენ ტურისტები ევროპიდან, აპრილის ბოლოს  და მაისის დასაწყისიდან კი რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. 

ტურიზმის მინისტრის ვარაუდით,  ტურისტები სხვა დანარჩენი ქვეყნიდან თურქეთში ჩასვლას აგვისტოში შეძლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი