1 წელი ზაზა ხალვაშის გარდაცვალებიდან

04 თებერვალი 2021, 18:02 1329 ნახვა

რეჟისორ ზაზა ხალვაშის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. სოფელ გეგელიძეებში  მის საფლავზე დღეს მეგობრები, ოჯახის წევრები  და თანასოფლელები შეიკრიბნენ.

რეჟისორი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ქართულ ფილმში“, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად, შემდეგ კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. ფილმებისათვის მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.

არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „მიზერერე“, „იქ ჩემთან“, „ექო“, „ნამე“. ზაზა ხალვაშის მიერ 2017 წელს გადაღებული ფილმი „ნამე“ არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. 2019 წლის ბოლოს ზაზა ხალვაში მუშაობდა ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე “წვიმა ორ ნაპირზე”, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის კოპროდუქციაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი