ბათუმში თვითნებურად მოწყობილი პარკირების ზონიდან ტრაილერებისა და სპეცტექნიკის გაყვანა მიმდინარეობს

04 თებერვალი 2021, 10:29 904 ნახვა

ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად მოწყობილი პარკირების ზონიდან ტრაილერებისა და სპეცტექნიკის გაყვანა მიმდინარეობს.

მძიმე ტექნიკისგან უკვე გათავისუფლდა ლეონიძის, ორბელიანის, ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩები. სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა გოგოლის ქუჩაზე, მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომზე განხორციელდა.

თვითნებურად მოწყობილ პარკირების ზონებზე მონიტორინგს მუნიციპალური ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ქალაქის ტერიტორია ასევე გაიწმინდა მიტოვებული და ამორტიზებული ავტომობილებისგან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში