აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 3 თებერვალი

03 თებერვალი 2021, 11:00 811 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 179 პაციენტი მკურნალობს, მძიმე პაციენტია  45, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 მოქალაქე.

კლინიკურ-სასტუმროებში იმყოფება 81 ადამიანი, ​საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 126 მოქალაქე. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 348 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 419 პირი, აჭარაში - 734.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი