ტაჯიკეთში 9 თვიანი პაუზის შემდეგ მეჩეთები გაიხსნა

01 თებერვალი 2021, 17:34 1188 ნახვა

ტაჯიკეთში, სადაც მანამდე კორონავირუსის დამარცხების შესახებ განაცხადეს, 9 თვიანი  პაუზის  შემდეგ მეჩეთები გაიხსნა.  დღეს დუშანბეს ცენტრალურ მეჩეთში ლოცვაზე ასობით მორწმუნე მივიდა.  მათ  სანიტარული წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. 

ერთი დღით ადრე მეჩეთები სადეზინფექციო საშუალებებით  დაამუშავეს.  26 იანვარს ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა  ქვეყანაში   კორონავირუსის სრულად განადგურების  შესახებ განაცხადა.  მისი თქმით, ქვეყანაში არ არიან კოვიდინფიცირებულები.

ოფიციალური მონაცემებით,  პანდემიის დაწყების შემდეგ ტაჯიკეთში კოვიდ-19-ის 13 ათას 308 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 90 პაციენტი. კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები ქვეყანაში 30 დეკემბრის შემდეგ არ დაუფიქსირებიათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი