თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გვექნება დამატებითი ვაქცინები - გიორგი გახარია

01 თებერვალი 2021, 16:24 853 ნახვა

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო აგრძელებს მუშაობას, რომ ქვეყანაში დამატებითი ვაქცინები შემოვიდეს.

მისივე განცხადებით, საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ „ფაიზერის“ ვაქცინას.

,,ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ „ფაიზერის“ ვაქცინას. „ფაიზერის“ ვაქცინას მივიღებთ პირველ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში, ავცრათ სამედიცინო სფეროს ექიმები, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ვაგრძელებთ მუშაობას და თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გვექნება დამატებითი ვაქცინები ქვეყანაში. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ ერთი მხრივ ვფრთხილობთ,მაგრამ მეორე მხრივ, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველები, ვინც აიცრებიან, იქნებიან ექიმები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში