ორშაბათიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას. მძღოლებსა და მგზავრებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
მთავარი მოთხოვნა პირბადის ტარებაა, მის გარეშე მძღოლს მგზავრისთვის მომსახურების გაწევაზე უარის თქმა შეუძლია. აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა და მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა.
რეგულაციების დაცვის მონიტორინგს ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად განახორციელებს.