აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება

27 იანვარი 2021, 18:34 1068 ნახვა

ტრამპის იმპიჩმენტის წინააღმდეგ რესპუბლიკელი სენატორების უმრავლესობა გამოდის. 26 იანვარს სენატში გამართულ სხდომაზე კენჭი უყარეს კენტუკის სენატორის რენდ პოლის ინიციატივას, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. კენჭისყრის შედეგად ტრამპის იმპიჩმენტის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მხარი 50 „რესპუბლიკელი“ სენატორიდან 45-მა დაუჭირა და მხოლოდ ხუთი „რესპუბლიკელი“ დაეთანხმა ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას. დემოკრატები აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადეს. ოპონენტები ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში მისი მომხრეების შეჭრის წაქეზებაში ადანაშაულებენ. იმპიჩმენტის პროცესის წარმატებით დასასრულებლად აუცილებელია, რომ ამ წინადადებას მხარი 50 დემოკრატთან ერთად, კიდევ 17-მა „რესპუბლიკელმაც“ დაუჭიროს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში