ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრები გამართა იენს სტოლტენბერგსა და ვლადიმერ პუტინთან

27 იანვარი 2021, 11:47 1360 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრისას სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.  თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლისადმი კვლავ ერთგულია და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მზადაა მოკავშირეებთან კონსულტაციები გამართოს. ბაიდენი და სტოლტენბერგი ასევე შეთანხმდნენ, რომ ზაფხულში ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მოსამზადებლად ერთობლივად იმუშავებენ. ასევე შედგა საუბარი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა თეთრი სახლი და კრემლი იმ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას რაც მათი აზრით, მნიშვნელოვანი იყო. ვაშინგტონის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების გახანგრძლივების, რუსეთის მხრიდან შტატების 2020-წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, კიბერ-შეტევისა და ნავალნის მოწამვლის შესახებ საკითხები განიხილა. ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისდამი და განაცხადა, რომ "შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს ამერიკასა და მის მოკავშირეებს."

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი