პოლიტიკური კრიზისი იტალიაში

26 იანვარი 2021, 17:00 881 ნახვა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობიდან გადადგა. ჯუზეპე კონტემ მთავრობის გადადგომის შესახებ იტალიის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას შეატყობინა. „პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო და მთავრობას მიმდინარე მოვალეობების შესრულება შესთავაზა“, - ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჯუზეპე კონტე გადადგომის შემდეგ, კოალიციის  შექმნას  გეგმავს,  რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს. იტალიაში პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება, რის გამოც მისი პარტია „იტალია ვივა" მმართველი კოალიციიდან გავიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი