მოსკოვში სამმხრივი მოლაპარაკებები განახლდება

26 იანვარი 2021, 16:10 1046 ნახვა

27 იანვარს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე იმსჯელებენ.  

ვიცე-პრემიერებმა უნდა გადაწყვიტონ,რომელი ობიექტების აშენებაა საჭირო რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლის სრულად აღსადგენად. 

საუბარი შეეხება სომხეთის გავლით რკინიგზის მშენებლობას. იგი აზერბაიჯანსა და ნახიჩევნას, ასევე სომხეთსა და რუსეთს დააკავშირებს. 

აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიაზე სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა უკვე დაიწყო. გზების აღდგენა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში