ტაჯიკეთში კორონავირუსი დაამარცხეს

26 იანვარი 2021, 16:04 1313 ნახვა

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის დამარცხების შესახებ განაცხადა. ტაჯიკეთში კორონავირუსი ახლა არ არის. იგი ჩვენთან სრულად განადგურებულია - განაცხადა რახმონმა. 

სახელმწიფოს ლიდერი მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მაინც მოუწოდებს. რახმონის თქმით, მთავრობამ 2020 წელს ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად 145 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოყო, ქვეყანაში საგანგებოდ 30 ახალი საავადმყოფო შევიდა ექსპლუატაციაში. 

რახმონის მტკიცებით, კოვიდ-19-თან ბრძოლის მიზნით საავადმყოფოებში კოვიდპაციენტებისთვის 7 ათასზე მეტი ახალი ადგილი შეიქმნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში