ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტის წესებს გაამკაცრებს

26 იანვარი 2021, 12:48 1051 ნახვა

ევროკავშირი კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას აპირებს. ჯანდაცვის კომისრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი კომპანია „ასტრაზენეკა“-ს მხრიდან ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

პრეპარატის ექსპორტის მონიტორინგის ინიციატივით გამოვიდა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრიც. ევროკავშირის წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან შეხვედრას ხვალ გამართავენ.

რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინის შემქმნელებს, ისინი ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგაც ეფექტიანია.

„მოდერნაში“ აცხადებენ, რომ ვაქცინა იცავს კორონავირუსის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტებისგანაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში