უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოწოდებას უერთდება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი პრეზიდენტ პუტინის მტერია. კულებამ ნავალნის შეახსენა, რომ მან ყირიმი ძეხვიან ბუტერბროტს შეადარა და უკრინელებს ურჩია ძალიან ნუ აღფთოვანდებიან რუსი ბლოგერით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბუტერბროტის დაბრუნება მოგიწევთ, თანაც შეუჭმელი და უვნებელი, აქ არანაირი ილუზია არ უნდა გქონდეთ. კიდევ ბოდიშის მოხდაც მოუწევს რუსული აგრესიისთვის თუკი ისე მოხდა, რომ ნავალნი დემოკრატიული არჩევნების შედეგად რუსეთის სათავეში მოვა ან სისტემაში პოლიტიკურ ადგილს დაიკავებს“-განაცხადა მინისტრმა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რუსი სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავება დაგმო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე ურჩია უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ნავალნისთან დაკავშირებით სიტუაციას ეხმიანებიან, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და თავიანთი ქვეყნის პრობლემებს მიხედონ.