დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება სწორედ ის გეგმა, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე, საქართველოში მოქალაქეების მინიმუმ 60% კორონავირუსზე აცრილი უნდა იყოს. ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და განსაზღვრეს ის მიზნობრივი ჯგუფებიც, რომელბიც პირველ ეტაპზე ჩაიტარებენ ვაქციანაციას. როგორც ცნობილია, კოვაქსის პლატფორმაზე ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით საქართველომ უკვე განაცხადა 5-6 თვის წინ გააკეთა და ველოდებით მილიონ ნახევარ ვაქცინას.