ხურჩაში ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

19 იანვარი 2021, 11:41 1063 ნახვა

მორიგი გატაცება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.მათ შორის ორი ქალი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცახდეს, რომ  დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი