პირველი თებერვლიდან მოხდება ბაზრების და მოლების გახსნა - ბექა ფერაძე

18 იანვარი 2021, 13:12 2716 ნახვა

პირველი თებერვლიდან მოხდება ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირების განახლება. თოთოეულ მათგანს ჩაუტარდება ტესტირება, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

"პირველი თებერვლიდან მოხდება ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირების განახლება. საუბარი გვაქვს მსხვილ ქალაქებზე, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია შესაბამისი პლატფორმა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები დარეგისტრირდებიან, ეს არის მარტივი, ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და ამ რეგისტრაციის საშუალებით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნება ცხადი, მოხდება ტესტირება და შემდგომი პროცესი იქნება პირველი თებერვლიდან საქმიანობის განახლება. ეტაპობრივად იგივე მექანიზმებით განხორციელდება ეკონომიკის გახსნის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება და ეკონომიკა ეტაპობრივად გაიხსნება“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში