იგეგმება თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება - ამირან გამყრელიძის განმარტება 

18 იანვარი 2021, 12:53 1433 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაზე ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს და საკოორდინაციო საბჭოს დოკუმენტს წარუდგენს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილებები ცნობილი არ არის, მათ შორის არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების აღდგენაზე. 

''დღეს საბჭოზე განხილული იქნა ეს საკითხი, პრემიერ-მინისტრის დავალებაა ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავოს დოკუმენტი, როგორც ეს გაზაფხულზე მოხდა. ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ორი დღის განმავლობაში უნდა წარადგინონ. მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება. ეს უნდა იყოს ეტაპობრივი. თუ ორი კვირა გაიხსნება, რომელიმე ბიზნესი მოხდება დაკვირვება, რა შედეგს მოიტანს. ამ მაჩვენებლებზე დაკვირვებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მეორე და მესამე ეტაპზე რა შემსუბუქდეს. 

პარალელურად ეს ყველაფერი უდნა მოხდეს გაფართოებულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობით და ვაქცინაციის პროცესით. ​ტრანსპორტთან დაკავშირებითაც არ არის კონკრეტული გადაწყვეტილება. გახსნა მოხდება მკაცრი კონტროლის ფონზე'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში