100 წელს გადაცილებულ 48 მოქალაქეს 1000 ლარი გადაეცემა

17 იანვარი 2021, 18:15 1359 ნახვა

100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების" პროგრამის ფარგლებში აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 48 მოქალაქეს 1000-1000 ლარი გამოეყო. აქედან ორ მათგანს 100 წელი 2021 წლის პირველ იანვარს შეუსრულდა. 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის 2 კაცია, 46 კი ქალი.

ყველაზე უხუცესი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მცხოვრები 115  წლის ფატყუმე ირემაძეა.  წლის ბოლომდე აჭარაში 100 წელი კიდევ 14 ადამიანს შეუსრულდება, ისინი თანხას საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიიღებენ. რაც შეეხება გასულ წელს,  აჭარაში 100 წლის და 100 წელს გადაცილებული 60 მოქალაქე ცხოვრობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი