95 მილიონი ინფიცირებული და 2 მილიონი გარდაცვლილი – მსოფლიო კოვიდსტატისტიკა

17 იანვარი 2021, 18:20 1307 ნახვა

95 მილიონამდე ინფიცირებული და 2  მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ბრაზილიაში გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 1 000-ს აჭარბებს. გასულ დღე-ღამეში კი  „კოვიდ-19“-ის, 61 ათასს 567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბრაზილია ვირუსის გავრცელების კუთხით, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.  გასული დღე-ღამის განმავლობაში ამერიკაში კორონავირუსის 198 ათასს 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 3  286 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კი, რომელიც 4 ქვეყანასთან ფრენებს ანახლებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 ათას 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 481 ადამიანი კი გარდაიცვალა. ახალი შტამების გამოჩენის გამო მსოფლიო პრევენციული ზომების შემოღებას აგრძელებს.

ორშაბათიდან საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვაც დაწესდება. ქვეყენაში 18:00-დან 6:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. მკაცრი ზომებია ავსტრიაში სადაც კარანტინი უკვე მესამედ არის დაწესებული. ქვეყნაში სრულფასოვნად მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები მუშაობენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი