კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება გრძელდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მობილური ჯგუფები სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს სწრაფ ანტიგენზე დამყარებულ ტესტს უფასოდ უტარებენ. რუსუდან შავიშვილის თქმით, ტესტირების მიზანი უსიმპტომო პაციენტების გამოვლენაა.
ამასთანავე, გაფართოებული ტესტირება 1 თებერვალს დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნასაც უკავშირდება. ეპიდემიოლოგები სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, მიღებული სურათის ფონზე კი იტყვიან, შესაძლოა თუ არა დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება. აჭარაში თითქმის 3 კვირაა რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს.
თუმცა, ამის პარალელურად სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ მოქალაქეების მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში შემცირებულია.