პოსტკოვიდური სინდრომი მოზარდებში

16 იანვარი 2021, 18:05 1750 ნახვა

კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტიანთებითი სინდრომი საქართველოშიც დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში სულ 60-მდე შემთხვევა იყო, მათ შორის აჭარის რეგიონშიც. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მოზარდებს აღნიშნული სინდრომი მსუბუქი ფორმით აღენიშნებოდათ, მისივე ინფორმაციით მკურნალობის ხარჯებს სრულად სახელმწიფო დაფარავს. 

რაც შეეხება საჭირო მედიკამენტს, როგორც თამარ გაბუნიამ  თქვა  მისი დეფიციტი ქვეყანაში არ არის, კლინიკებს მარაგი აქვთ.  მოსახლეობას კი მოუწოდებს ნუ შეეცდებიან  პრეპარატის შეძენას ბაზარზე, მათ შორის ე.წ „შავ ბაზარზე“.  მულტიანთებითი სინდრომი არის კორონავირუსთან დაკავშირებული დაავადება, რომელიც იწვევს ხანგრძლივ ცხელებას, ანთებას სხეულში და აზიანებს ერთ ან რამდენიმე ორგანოთა სისტემას. დაავადება ვლინდება კოვიდგადატანილ პაციენტებში 2 და 6 კვირის შუალედში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში