შეცვლის თუ არა პოლიტიკურ ამინდს ირაკლი კობახიძის ოცნების თავმჯდომარედ არჩევა? - ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიაში არსებულ ვითარებას გაამძაფრებს.
მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით ივანიშვილი ქვეყანაში პროცესების განმსაზღვრელი იყო. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკიდან წასვლის საკითხსაც.