„41 პრობლემა, რომელიც პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა“ - ამ წარწერებით პერფომანსი ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს.
ახალგაზრდული მოძრაობის წევრების თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პარალელურად არსებობს პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც მათივე მტკიცებით, რეგიონში დღემდე მოუგვარებელია და ამაში მმართველ პარტიას ადანაშაულებენ.