საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს.
განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა.
''ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.