პოლიტიკური კრიზისი იტალიაში

14 იანვარი 2021, 14:52 936 ნახვა

იტალიაში  პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. მიზეზი  ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გეგმაა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი  მატეო რენცი  არ ეთანხმება. ამის გამო მისი  პარტია "იტალია ვივა"  მმართველ კოალიციას ტოვებს. მატეო რენცის გასვლის შემდეგ, სამთავრობო კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს. მატეო რენცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის ფონდები ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. იტალია ევროკავშირის 750 მილიარდი ევროს სტიმულირების პაკეტიდან, მეოთხედზე მეტს მიიღებს. ჯუზეპე კონტე ფიქრობს, რომ ეს ქვეყნის ვალების ზრდას გამოიწვევს. ევროკავშირის მასშტაბით იტალიას საბერძნეთის შემდეგ ყველაზე დიდი სამთავრობო ვალი აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი