აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

14 იანვარი 2021, 11:55 1287 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. მომხრეთა შორის ათი რესპუბლიკელი იყო.აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს, ერთი ვადის განმავლობაში, მეორედ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. დემოკრატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ აქვს. ამ მოთხოვნას ეთანხმება რესპუბლიკელთა ნაწილიც. ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა სენატში სავარაუდოდ 19 იანვრამდე არ გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი